📆 5-6 ივლისს მოლაშქრეთა კლუბი რონინი გთავაზობთ 2 დღიან ლაშქრობას ხევიდან ხევსურეთში 😊
🚩➡ შეკრების ადგილი და დრო:
Ⓜ დიდუბე (ჯანდაცვის სამინისტროს მოპირდაპირე მხარეს, ლუკოილსა და გალფს შორის)
⏰ შეკრების დრო: 06:50 სთ.
🚥 გასვლა: 07:00 სთ.
🕒 ლოდინის მაქსიმალური დრო:
🕒 გასვლის დროდან 10 წუთი
📸 ტურის აღწერა:
დღე 1.
07:00 საათზე გავალთ დიდუბიდან სოფელ ჯუთას მიმართულებით. ავალთ სოფელ ჯუთაში, რომელიც 2200 მეტრზე მდებარეობს ზღვის დონიდან. ჯუთადან დაიწყება ჩვენი საფეხმავლო ტური ჭაუხების მიმართულებით... ჯუთას ტბაზე წავიპიკნიკებთ და გადავალთ ჭაუხების ძირში, სადაც გავშლით ბანაკს და გავათევთ ღამეს.
დღე 2.
ლაშქრობის მეორე დღეს, დილას 07:00 საათიდან დავიწყებთ ბანაკის აშლას, ვისაუზმებთ და 08:00 საათზე დავიწყებთ ლაშქრობას ჭაუხების უღელტეხილის გადასალახად. ჭაუხები არის პიკი ჩვენი ლაშქრობის..♥.. ულამაზესი ხედები გადაიშლება ჩვენს ფერხთით ხევსა და ხევსურეთზე ♥ უღელტეხილიდან პირდაპირ დავეშვებით აბუდეალურის ფერად ტბებზე, სადაც მოვინახულებთ თეთრ, ლურჯ და მწვანე ტბას. ჭაუხების გადალახვით დაქანცულნი დავისვენებთ, მივირთმევთ რაც გვექნება და არ გვექნება ) შემდეგ ძალა აღდგენილები ჩავალთ სოფელ როშკაში.. იქ დაგვხდება ჩვენი ტრანსპორტი და დიდი ემოციებით აღვსილნი გამოვემართებით დედაქალაქში ♥
⭕️ მარშრუტის სირთულე:
⏺ საშუალო (ბილიკზე გვხვდება რთული მონაკვეთებიც)
➡️ ფეხით გასავლელი მანძილი:
⏺ 21 კმ.
☝ ტური შედგება ნებისმიერ ამინდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშრებით შეიქმნება რაიმე პრობლემა
💰 ფინანსური ნაწილი:
110 ლარი
💳 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
⚠ თანხა არ ბრუნდება:
⏱ ტურზე გასვლამდე 240 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში. 😉
✔ ფასში შედის:
🚌 ტრანსპორტირება
👤 გამყოლი
♨ პრიმუსი ცხელი წყლისთვის
🚫 ფასში არ შედის:
🍔 საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად, ვიკვებებით ერთად)
⚠️ საჭირო აღჭურვილობა:
კარავი, საძილე ტომარა, საგებელი, სალაშქრო ჯოხები, სალაშქრო ფეხსაცმელი, სათვალე, კეპი, საწვიმარი, მზისგან დამცავი კრემი. (კარავი თუ არ გაქვთ ჩვენ უზრუნველვყოფთ)
.... და ბოლოს - არავითარ შემთხვევაში არ დაგრჩეთ კარგი განწყობა 😉
🔵 ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
☝ ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
🤕 ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
♻ ნუ დააბინძურებთ გარემოს;
🚫 ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
✔ ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის 💻 მოგვწერეთ ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
📞 599 15 76 76 გიორგი
You may also like the following events from მოლაშქრეთა კლუბი - რონინი / Hiking Club - Ronin: